კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა და ისინი ერთიანი საარჩევნო სიის შექმნას ვერ შეძლებენ
აშკარა არის, შიგნით აქვთ დაპირისპირება, არის განხეთქილება და როგორც დღევანდელი რეალობიდან ჩანს, ისინი ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციური პარტიებისადმი ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოწოდებასთან და ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„არ ვიცი, ამას რამდენად მოახერხებენ და შეძლებენ, რადგან აშკარა არის, შიგნით აქვთ დაპირისპირება, არის განხეთქილება და როგორც დღევანდელი რეალობიდან ჩანს, ისინი ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას. დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მმართველი პოლიტიკური ძალის სიის შესახებ დასმულ კითხვას, კალაძის თქმით, თუ ვინ იქნება სიაში ან მაჟორიტარულ ოლქებში, ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„როდესაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ეს ცხადი და ცნობილი იქნება, როგორც მედიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. მსჯელობა მიმდინარეობს. თუ ვინ იქნებიან ეს ადამიანები, სახელებით, გვარებით, ყველაფერი ცნობილი იქნება მას შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.