კახა კალაძე აცხადებს, რომ არასწორ პარკირებაზე 50-ლარიანი ჯარიმა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ძველი ავტობუსები სრულად შეიცვლება
კახა კალაძე აცხადებს, რომ არასწორ პარკირებაზე 50-ლარიანი ჯარიმა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ძველი ავტობუსები სრულად შეიცვლება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ არასწორ პარკირებაზე 50-ლარიანი ჯარიმა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ძველი ავტობუსები სრულად შეიცვლება.

„პარკირების ჯარიმის ამოქმედებას რაც შეეხება, ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვახერხებთ ავტობუსების ჩანაცვლებას. თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. როგორც კი ჩვენ გვეყოლება ახალი ევროპული ტიპის ავტობუსები, რადგან ყვითელი ავტობუსები მძიმე მდგომარეობაშია, მაშინ დაიწყება ამ რეგულაციების ამოქმედება. შეიძლება, ჩანაცვლება მოესწროს წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის განმარტებით, შეიცვალა პარკირების ჯარიმის ჩაბარების წესი.

დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ჯარიმების ამოქმედების კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია.

დატოვე კომენტარი