კახა კალაძე - 2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს
კახა კალაძე - 2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს

2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ფრესკოს” დამფუძნებლის მიმართვის კომენტირებისას განუცხადა.

კალაძემ აღნიშნა, რომ თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებს, ამით სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან.

„თუ ვიღაც კონკრეტული პირი რამეს კანონის საწინააღმდეგოდ აკეთებს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება, თუ ეს სიმართლეს შეეფერება. რა თქმა უნდა, გამოძიება ობიექტური იქნება”,- განაცხადა კალაძემ.