კახა კალაძე - 2012 წლიდან მოყოლებული, ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწიეთ, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, ერთიანი ძალისხმევით იყო შესაძლებელი
კახა კალაძე - 2012 წლიდან მოყოლებული, ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწიეთ, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, ერთიანი ძალისხმევით იყო შესაძლებელი

ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია ყველა პრობლემისა და გამოწვევის გადალახვა, ისე, როგორც 2012 წელს, როდესაც დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ მოღვაწეობა, ყველა გავერთიანდით მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწიეთ,  – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქედაში განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგენა.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ საზოგადოება მხარს დაუჭერს და ერთიანი ძალსხმევით, ოქტომბერში გამარჯვებას შეძლებს.

„ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს მიღწევები, წინ გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული პროგრამები. ავიღოთ ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია ყველა პრობლემისა და გამოწვევის გადალახვა, ისე, როგორც 2012 წელს, როდესაც დაიწყო პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოღვაწეობა, ყველა გავერთიანდით მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ 31 ოქტომბერს არჩევნებში, რომელიც ახლოვდება, შევძლებთ გავიმარჯვოთ ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ