კახა კახიშვილი - ნეტავ, ერთი ადამიანი მაჩვენა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია, დაიჯეროს, რომ „ნაცმოძრაობა“ დაბრუნების შემთხვევაში იგივე პოლიტიკას არ გაატარებს
კახა კახიშვილი - ნეტავ, ერთი ადამიანი მაჩვენა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია, დაიჯეროს, რომ „ნაცმოძრაობა“ დაბრუნების შემთხვევაში იგივე პოლიტიკას არ გაატარებს

დღეს თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, ეს არ არის „ქართული ოცნების“ შექმნილი. ამ სისტემის ავტორები დღეს საუბრობენ, რომ ისევ ხელისუფლებაში დავბრუნდებით, კი მაგრამ ერთხელ რომ იყავით რა გააკეთეთ ამ კუთხით? დღეს კი ყველა იძახის არ იყო კარგი, მაგრამ ვინ იღებს პასუხისმგებლობას? – ამის შესახებ დეპუტატმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კახა კახიშვილის განცხადებით, არ არსებობს ადამიანი, ვინც დაიჯერებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ იმ პოლიტიკას არ გაატარებს, რასაც ცხრაწლიანი მმართველობის დროს ატარებდა.

„ნეტავ, ერთი ადამიანი მაჩვენა დღეს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია, დაიჯეროს, თქვას, რომ მე მჯერა, რომ დაბრუნების შემთხვევაში ეს ადამიანები იგივე პოლიტიკას არ გაატარებენ. მილიონჯერ გვისაუბრია სასამართლო სისტემაზე და ამ დროს იმ სასამართლოს შემქმნელები გამოდიან და იძახიან, რომ ჩვენ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეთ. მე არ მჯერა იმის, რომ ხელისუფლებაში ამ ადამიანების დაბრუნების შემთხვევაში უარესი მდგომარეობა არ იქნება დემოკრატიის კუთხით.

2003 წლის რევოლუციამდე ასეთივე შერიგებაზე არ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, ასეთივე ხელშეკრულებას მოსახლეობასთან არ დებდა, ისევ არ საუბრობდა ბატონ ზვიადზე და მის მომხრეებზე? პირველ თვეებში, როდესაც რევოლუცია მოხდა, პირველ მთავრობაში ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებიც იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, მაგრამ მერე გაქრნენ ნელ-ნელა. არ გინახავთ ეს მაგალითები, როდესაც საუბრობდნენ შერიგებაზე და ბოლოს ეს შერიგება რით დამთავრდა, პირველივე დღეს, საწყალი რჩეულიშვილი რომ სცემეს კრწანისის რეზიდენციის ასასვლელში“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.