კახა იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩად დაინიშნა
კახა იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ კახა იმნაძე „ტვიტერზე“ წერს.
„ვტოვებ ნიუ იორკს, ამაყი ვარ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე საქართველოსა და გაერო-ს ურთიერთობაში. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მემკვიდრეს დავით ბაქრაძეს.
მოუთმენლად ველოდები ჩემს მომავალ საქმიანობას ოტავაში, რომელიც იქნება ჩემი ძვირფასი მეგობრის, ელჩ ქავთარაძის დაწყებული საქმიანობის გაგრძელება საქართველო-კანადის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის“, – წერს კახა იმნაძე.
კახა იმნაძე გაერო-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.
Leaving NY, proud to have made my contribution to the cause of #Georgia & of #UN.
Wishing best to my successor @BakradzeDavid.
Eagerly looking forwrd to my next stint in #Ottawa, building on my dear old friend Amb.Kavtaradze’s work for #Georgia🇬🇪 – #Canada🇨🇦 friendship & co-op pic.twitter.com/xE1AyiQMMd— Kaha Imnadze (კახა იმნაძე) (@kahaimnadze) August 30, 2022