კახა იმნაძე - გაერო-ს უშიშროების საბჭო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ ინფორმირებულია
კახა იმნაძე - გაერო-ს უშიშროების საბჭო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ ინფორმირებულია

გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ უშიშროების საბჭოს ინფორმაცია მიაწოდა.

ამის შესახებ იმნაძე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„გაერო-ს უშიშროების საბჭოში შერიგების საკითხებზე ღია დებატებზე, საქართველოს სამშვიდობო გეგმაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საუბრისას, საბჭო ინფორმირებული იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ. მოვითხოვეთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – წერს გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

საქართველოს მოქალაქე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს.

ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.