კახა ჩხეტიანი - კერესელიძემ „ტორპედო“ გადაარჩინა #1TVSPORT
კახა ჩხეტიანი - კერესელიძემ „ტორპედო“ გადაარჩინა #1TVSPORT

კახა ჩხეტიანმა პირველად გააკეთა კომენტარი ქუთაისის „ტორპედოში“ ახალი მეპატრონის მოსვლაზე. ქუთაისური გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, „ტორპედო“ გადაარჩინა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორის, დავით კერესელიძის მისვლამ, რომელიც კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის „ტორპედოს“ გასასხვისებლად გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვების შედეგად გახდა.

„იცით, რომ გუნდში დავით კერესელიძე მოვიდა, მას პირველ გამარჯვებას ვულოცავ და მადლობას ვუხდი მთელი გუნდის სახელით, რადგან მან ფაქტობრივად, ქუთაისის „ტორპედო“ გადაარჩინა. ვულოცავ ამ გამარჯვებას ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს, რადგან ისინი ახლა მხოლდო ტელევიზიიდან გვგულშემატკივრობდნენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან გახარებულები არიან“ – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა ბოლო ტურის შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც მისმა გუნდმა „თენგიზ ბურჯანაზე არენაზე“ მოიგო – ქუთაისელებმა 23-ე ტურის მატჩში „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, „დილა“ გორში 2:1 დაამარცხეს.

„ვფიქრობ, სანაკრებო პაუზა ჩვენი გუნდისთვის კარგი იყო. იმ კუთხით, რომ ფეხბურთელების დამატება მოვახერხეთ. გვიან შემოერთებული მოთამაშეები სასურეველ კონდიციებში ვერ იმყოფებოდნენ, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი იქნებოდა. ახლა კი გაცილებით უკეთ ვართ მომზადებულები. ამას გარდა, დამატებულმა ფეხბურთელებმა გუნდში კონკურენცია შექმნეს. ეს „დილასთან“ შეხვედრაში იგრძნობოდა“, – ამბობს ჩხეტიანი.

ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილასთან“ გამარჯვებით 23 ტურის შემდეგ 22 ქულა დააგროვა, ქობულეთის „შუქურას“ გადაასწრო და მე-8 ადგილზე დაწინაურდა.

დატოვე კომენტარი