კაირი ირვინგმა საკუთარ დაბადების დღეზე 323000 დოლარი ქველმოქმედებაში დახარჯა
17:13, 24.03.2020
კორონავირუსმა მსოფლიოში ნამდვილი ქაოსი შექმნა. პანდემიისგან პლანეტის თითქმის ყველა ქვეყანაში დაზარალდა უამრავი ადამიანი, რომელსაც დახმარება სჭირდება.
„ბრუკლინ ნეთსის“ კალათბურთელმა კაირი ირვინგმა დაზარალებულების დასახმარებლად საკუთარ დაბადების დღეზე (23 მარტი) $323 000 დოლარი ქველმოქმედებაში დახარჯა. კაირი ნიუ იორკში გაჭირვებულ ხალხს საკვებით უზრუნველფაში დაეხმარა.