კაირი ირვინგი - კარიერის დასრულებას არ ვაპირებ #1TVSPORT
კაირი ირვინგი - კარიერის დასრულებას არ ვაპირებ #1TVSPORT

„ბრუკლინ ნეტსის“ გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა აზრი გამოთქვა ახალი სეზონის მატჩებიდან მისი ჩამოშორების შესახებ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე უარის თქმის შემდეგ, ნიუ იორკში მოქმედი წესების თანახმად, ის ვერ შეძლებს „ნეტსის“ საშინაო მატჩებში თამაშს. ამიტომაც, „ბრუკლინმა“ უარი თქვა 2021-22 წლების სეზონში თავისი ერთ-ერთი ლიდერის გამოყენებაზე.

„ვიცი, რომ არსებობს ფინანსური ზარალი. ეს არ მხიბლავს. მაგრამ რეალობა ისეთია, რომ ნიუ იორკში გუნდთან ერთად ყოფნისთვის ვაქცინირებული უნდა ვიყო. მე კი გადავწყვიტე, აცრა არ გავიკეთო. ეს ჩემი არჩევანია. მინდა ყველას გთხოვოთ, პატივი სცეთ ჩემს გადაწყვეტილებას.

ფორმას ვინარჩუნებ, მზად ვიქნები სათამაშოდ. ნებისმიერ დროს შემეძლება შევუერთდე გუნდს. მთელი ეს ისტორია არ უკავშირდება პოლიტიკას, NBA-ს, ჩემს გუნდს. ეს უკავშირდება მხოლოდ ჩემს ცხოვრებასა და ჩემს არჩევანს“, – განაცხადა ირვინგმა.

მანვე დაამატა, რომ არ ასრულებს კარიერას: „არ მგონია, რომ კარიერის დასრულება მომიწიოს. არ ვფიქრობ, რომ უნდა დავტოვო ეს თამაში ვაქცინაზე უარის თქმის გამო“.