კევინ დურანტმა „ბრუკლინს“ გაცვლა მოთხოვა, კაირი ირვინგი „ლეიკერსის“ პრიორიტეტული სამიზნეა #1TVSPORT
კევინ დურანტმა „ბრუკლინს“ გაცვლა მოთხოვა, კაირი ირვინგი „ლეიკერსის“ პრიორიტეტული სამიზნეა #1TVSPORT

„ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა კლუბს გაცვლა მოსთხოვა, – იტყობინება ESPN.

წერენ, რომ კალათბურთელმა პირდაპირ მიმართა კლუბის მფლობელებს, ხოლო „ბრუკლინის“ გენერალურმა მენეჯერმა შონ მარქსმა უკვე დაიწყო შესაფერისი ვარიანტის ძიება.

ამასობაში, ცნობილმა ჟურნალისტმა ედრიან ვოინაროვსკიმ თავის „ტვიტერში“ დაწერა, რომ შესაძლებელია დურანტისა და მისი თანაგუნდელის კაირი ირვინგის ერთ გუნდში გაცვლა.

„დურანტისა და ირვინგის გაცვლა ერთ გუნდში შესაძლებელია. მაგრამ, ჯერერთი ამ გუნდს უნდა ჰქონდეს ორივეს აყვანის სურვილი, გარდა ამისა, გარიგება აზრიანი უნდა იყოს. ეს ძალიან დიდი ხელფასია. ვფიქრობ, „ბრუკლინში“ ყველაფერს გააანალიზებენ და მოუწევთ ამის გაკეთება. რა თქმა უნდა, მსგავსი სცენარი ორივე მოთამაშეს მოეწონება, მათ ძალიან უნდათ ერთად თამაში, მაგრამ აზრი იმაშია, რომ „ბრუკლინში“ ყოფნა აღარ სურთ“, – დაწერა ვოინაროვსკიმ.

ირვინგის შესახებ ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ კლუბთან მისი მოლაპარაკებები კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე ჩიხში შევიდა. ასევე იტყობინებიან, რომ კაირი ამ ზაფხულს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. როგორც ჟურნალისტი ჰარისონ ფეიგენი წერს, კალიფორნიული კლუბი ფიქრობს 30 წლის კალათბურთელის გაცვლის ვარიანტებზე.