ჯეიმს ჰარდენი - „ბრუკლინში“ თავს კარგად ვგრძნობ და წასვლას არ ვაპირებ #1TVSPORT
ჯეიმს ჰარდენი - „ბრუკლინში“ თავს კარგად ვგრძნობ და წასვლას არ ვაპირებ #1TVSPORT

ბრუკლინ ნეტსმა“ სეზონის დაწყებამდე ჯეიმს ჰარდენს ახალი კონტრაქტი შესთავაზა. 32 წლის კალათბურთელმა ხელის მოწერა არ ისურვა, რაც მისი განცხადებით, იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგ ზაფხულში გუნდის დატოვებას აპირებს.

ჰარდენმა ამის შესახებ ESPN-ის ჟურნალისტთან, ომ იანგმისუკთან ინტერვიუში ილაპარაკა, სადაც აღნიშნა, რომ „ნეტსსში“ თავს კარგად გრძნობს.

„ამ ორგანიზაციის დატოვებას არ ვაპირებ. კონცენტრირებული ვარ მხოლოდ სეზონზე და ჩემპიონობაზე. ხელშეკრულების გაფორმების დროც მოვა, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ სეზონზე ვფიქრობ. თავს როგორც სახლში ისე ვგრძნობ, არაფერია სანერვიულო. უბრალოდ მსურს, რომ სეზონზე ვიყო კონცენტრირებული.“

კევინ დურანტმა „ბრუკლინ ნეტსთან“ ახალი კონტრაქტი უკვე გააფორმა. დიდი ალბათობით, იგივეს უნდა ველოდოთ მომავალ ზაფხულში ჯეიმს ჰარდენისგან. რაც შეეხება კაირი ირვინგს, კლუბმა ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ახალი ხელშეკრულების შეთავაზება გადაიფიქრა.

შეგახსენებთ, რომ „ბრუკლინის“ კალათბურთელი ვაქცინის გაკეთებაზე უარს იძახის, რაზეც გუნდმა განაცხადა, რომ ირვინგს თამაშის უფლებას არ მისცემს.