კაია კალასი - უნდა ვისაუბროთ, როგორ შეგვიძლია უკრაინის უფრო მეტად მხარდაჭერა, ნაადრევად მოლაპარაკებებისკენ ნებისმიერი ბიძგი, სინამდვილეში იქნება ცუდი გარიგება უკრაინისთვის
კაია კალასი - უნდა ვისაუბროთ, როგორ შეგვიძლია უკრაინის უფრო მეტად მხარდაჭერა, ნაადრევად მოლაპარაკებებისკენ ნებისმიერი ბიძგი, სინამდვილეში იქნება ცუდი გარიგება უკრაინისთვის

უნდა ვისაუბროთ, როგორ შეგვიძლია უკრაინის უფრო მეტად მხარდაჭერა, ნაადრევად მოლაპარაკებებისკენ ნებისმიერი ბიძგი, სინამდვილეში იქნება ცუდი გარიგება უკრაინისთვის, – ამის შესსახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია უკრაინის უფრო მეტად მხარდაჭერა. ამ საკითხს ეხება აქ ზელენსკის შეხვედრებიც. ნაადრევად მოლაპარაკებებისკენ ნებისმიერი ბიძგი, სინამდვილეში იქნება ცუდი გარიგება უკრაინისთვის. ყველა სხვა მოთამაშე მსოფლიოში ყურადღებით აკვირდება, როგორ ვიმოქმედებთ ჩვენ ამ შემთხვევაში და შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები. სირია გვაჩვენებს, რომ რუსეთი არ არის დაუმარცხებელი და ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ საკუთარი ძალა“, – აღნიშნა კაია კალასმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.

ამასთან, კაია კალასმა უკრაინის საკითხზე  „ფაინენშალ თაიმსთანაც“ ისაუბრა და განაცხადა, რომ „დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს ზელენსკისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზება, სანაცვლოდ, უზრუნველყონ, რომ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ არის ცარიელი დაპირებები“.