კაია კალასი - დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს ზელენსკისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზება, სანაცვლოდ, უზრუნველყონ, რომ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ არის ცარიელი დაპირებები
კაია კალასი - დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს ზელენსკისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზება, სანაცვლოდ, უზრუნველყონ, რომ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ არის ცარიელი დაპირებები

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებით, დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის პრეზიდენტისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზება და სანაცვლოდ, უზრუნველყონ, რომ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ არის „ცარიელი“ დაპირებები.

ამის შესახებ კაია კალასმა ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე, „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც კაია კალასმა აღნიშნა, აზრს მოკლებულია ზელენსკიზე ზეწოლა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, როდესაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის შეჩერების არანაირი სურვილი არ გამოუხატავს.

„აზრი არ აქვს ზელენსკისთვის მოლაპარაკებებისთვის ბიძგის მიცემას, როდესაც პუტინს საუბარი არ სურს. ჩვენ არ შეგვიძლია, ვისაუბროთ მშვიდობისმყოფელებზე, როდესაც არ არის მშვიდობა. რატომ არ არის მშვიდობა? იმიტომ, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ინტერვიუში.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის ლიდერები სამიტზე განიხილავენ, როგორ შეუძლიათ კიევისადმი თავიანთი მხარდაჭერის ადაპტირება მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება.

„უკრაინის მხარდაჭერა ახლა ბევრად იაფია, ვიდრე ომის მოგვიანებით ატანა. რუსეთი არ შეიცვლის თავის მიზნებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გულწრფელი საკუთარ თავთან ამასთან დაკავშირებით, რას ვაკეთებთ სინამდვილეში ახლა“, – განაცხადა კალასმა.

კაია კალასმა ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრა.

„მთავარი კითხვაა, რა არის უსაფრთხოების გარანტია? რა არის ეს სინამდვილეში, არის თუ არა ის ხელშესახები? თუ ეს არ არის ჯარები, თუ ეს არ არის შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რა არის ის, რაც გიცავთ, როდესაც ვინმე თავს გესხმის? ევროკავშირის ყველა წევრმა, რომელმაც უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, უნდა უპასუხოს კითხვას: რა არის ეს გარანტიები? რისი შეთავაზება შეუძლიათ მათ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ იყოს ცარიელი?“, – განაცხადა კაია კალასმა.