კაია კალასი - სანქციების მე-19 პაკეტი მიმართულია რუსული ბანკების, კრიპტოვალუტის ბირჟების, ინდოეთსა და ჩინეთში არსებული კომპანიების წინააღმდეგ
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა დაადასტურა, რომ ევროკაშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო.
მისი თქმით, სანქციების მე-19 პაკეტი მიმართულია რუსული ბანკების, კრიპტოვალუტის ბირჟების, ინდოეთსა და ჩინეთში არსებული კომპანიების წინააღმდეგ.
„პაკეტი მიმართულია რუსული ბანკების, კრიპტოვალუტის ბირჟების, ინდოეთსა და ჩინეთში არსებული კომპანიების წინააღმდეგ. დესტაბილიზაციის მცდელობებთან საბრძოლველად ევროკავშირი ზღუდავს რუსი დიპლომატების გადაადგილებას. პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთულდება“, – წერს კაია კალასი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის მიერ გავრცელებული განცხადებით, ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი სლოვაკეთის მიერ ვეტო-ს მოხსნის შემდეგ დაამტკიცა.