დანია აცხადებს, რომ ევროკავშირი შეთანხმდა სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და კრძალავს თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს

10:40, 23.10.2025

ევროკავშირი შეთანხმდა სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და კრძალავს თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს, – ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს კარგი დღეა ევროპისა და უკრაინისთვის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი სლოვაკეთის მიერ ვეტოს მოხსნის შემდეგ დაამტკიცა.

მსგავსი