კაია კალასი - რუსეთი ფიქრობს, რომ შეუძლია, უკრაინაზე მეტხანს გაუძლოს, მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას, უფრო მეტხანს გაუძლოს, ვიდრე რუსეთმა
კაია კალასი - რუსეთი ფიქრობს, რომ შეუძლია, უკრაინაზე მეტხანს გაუძლოს, მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას, უფრო მეტხანს გაუძლოს, ვიდრე რუსეთმა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით უიმედო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი გრძელდება. ეს არ არის უიმედო მდგომარეობა, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება“, – აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, ასეთ ომში სამი ძირითადი ელემენტია: ხალხი, რესურსები და მორალი.

„რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია, უკრაინაზე მეტხანს გაუძლოს. მაგრამ მე მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას, უფრო მეტხანს გაუძლოს, ვიდრე რუსეთმა“, – განაცხადა კალასმა.

რესურსებზე საუბრისას ესტონეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი შვიდჯერ აღემატება რუსეთის მშპ-ს. მისივე თქმით, რუსეთის ბიუჯეტზე სანქციებიც მოქმედებს.

„მათ დაკარგეს ბიუჯეტის მესამედი და გარედან ვერაფერს იღებენ. მათ დიდი პრობლემები აქვთ“, – აღნიშნა კალასმა.