ინდოეთში ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

17:10, 02.07.2024

ინდოეთში ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის, სულ მცირე, სამი მცირეწლოვანია.

შემთხვევა უტარ პრადეშის შტატში რელიგიური ღონისძიების დროს მოხდა.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, სულ მცირე, 150 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსგავსი