„ლევერკუზენის“ ნახევარმცველი კაი ჰავერცი ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო ახლოს არის „ჩელსიში“ გადასვლასთან. როგორც გაზეთი „ბილდი“ წერს, 21 წლის ნახევარმცველმა ჯერ კიდევ კვირას გაიარა ლონდონში სამედიცინო შემოწმება.
მომდევნო დღეს ჰავერცი გერმანიის ნაკრებში გაემგზავრა ერთა ლიგის მატჩებისთვის მოსამზადებლად. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს მონაცემებით, ლონდონელები უკვე ამზადებენ ოფიციალურ განცხადებას ჰავერცის ტრანსფერზე, რომელსაც კვირის ბოლოს გააკეთებს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ჩელსი“ ჰავერცისთვის 80 მილიონ ევროს გადაიხდის, კიდევ 20 მილიონი გათვალისწინებულია ბონუსების სახით.
2019-20 წლების სეზონში ნახევარმცველმა 45 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.