კაცობრიობის ისტორიაში პირველად, კოსმოსში მხოლოდ ქალებისგან შემდგარი ეკიპაჟი გავიდა
კაცობრიობის ისტორიაში პირველად, კოსმოსში მხოლოდ ქალებისგან შემდგარი ეკიპაჟი გავიდა

პირველად კაცობრიობის ისტორიაში, კოსმოსში მხოლოდ ქალებისგან შემდგარი ეკიპაჟი გავიდა. ამერიკელი ასტრონავტები, კრისტინა კოხი და ჯესიკა მეიერი მისიის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარე კვების ბლოკს შეცვლიან. ისინი კოსმოსში ხუთ საათს გაატარებენ.

ქალი ასტრონავტების კოსმოსში გასვლა მარტში იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო, რადგან ეკიპაჟს ერთ-ერთ წევრს ენ მაკლეინს ჯერ სკაფანდრი ვერ მოერგო. შემდეგ კი მას კოსმოსში ჩადენილ პირველ დანაშაულში დასდეს ბრალი. მაკლეინის მეუღლემ განაცხადა, რომ ასტრონავტი კოსმოსში ყოფნის დროს მის საბანკო ანგარიშზე უკანონოდ შევიდა. შედეგად, მაკლეინი ჯესიკა მეიერით ჩაანაცვლეს, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სექტემბრიდან იმყოფება.

ამ დრომდე, კოსმოსში მხოლოდ 13 ქალი იმყოფებოდა. მათ შორის არის კრისტინა კოხი, რომელიც მსგავს მისიაში მეხუთედ მონაწილეობს. ჯესიკა მეიერი მეთოთხმეტე ქალია, რომელიც კოსმოსში გავიდა.

პირველი ქალი კი, ვინც კოსმოსში გავიდა, სვეტლანა სავიცკაია იყო. მან ეს მისია 1984 წლის 25 ივლისს შეასრულა.