კაჩი-კოში გადაიდო - ტოჩინოშინი კირიბაიამასთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოში მიმდინარე სექტმებრის ბაშოზე 33 წლის ქართველი სუმოისტი, მე-12 მაეგაშირა ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ტურნირის ბოლოსწინა დღეს მე-2 მაეგაშირა კირიბაიამას შეხვდა, რომელსაც ამ ბრძოლამდე გორგაძის მსგავსად 7 მოგება და 6 წაგება ჰქონდა.
ბოლო დღეებში ტოჩინოშინისგან ხანგრძლივ ბრძოლებს მივეჩვიეთ და ამჯერადაც შეხვედრა თითქმის ერთი წუთი გაგრძელდა. მძლავრი შეჯახების შემდეგ ორივე სუმოისტი მავაშის აღებას ცდილობდა, რაც კირიბაიამამ ორივე ხელით მოახერხა და უპირატესობაც მიიღო. საბოლოო ჯამში, ტოჩინოშინი სოტოგაკეთი დამარცხდა.
ქართველ სუმოისტს 14 დღის შემდეგ 7 მოგება და 7 წაგება აქვს, შესაბამისად, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ბოლო შეხვედრაში მოგება სჭირდება.