კაჩი-კოში გადაიდო - ტოჩინოშინი ჩიიოშომასთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე, ქართველმა მებრძოლმა, ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მე-13 ბრძოლა გამართა. 34 წლის სუმოისტი, რომელიც ივლისის ბაშოზე მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-13 მაეგაშირა ჩიიოშომას დაუპირისპირდა და დამარცხდა.

სუმოისტები ბრძოლის დასაწყებად საკმაოდ დიდი ხანი ემზადებოდნენ და საბოლოო ჯამში, ტოჩინოშინმა მძლავრი შეჯახებით სცადა უპირატესობის მოპოვება, მაგრამ მისი მეტოქე გაიწია და უვატედაშინაგეთი მოიგო.

გორგაძეს 13 დღის შემდეგ 7 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა. ხვალ მისი მეტოქე კომუსუბი ჰაშორიუ იქნება.