კაბო ვერდეს მეკარე ვოზინია შეიძლება მესის თანაგუნდელი გახდეს #1TVSPORT

08:52, 08.07.2026

კაბო ვერდეს ნაკრების მეკარე ვოზინია, შესაძლოა, „ინტერ მაიამიში“ ლიონელ მესის თანაგუნდელი გახდეს.

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, MLS-ის კლუბი, რომლის რიგებშიც თამაშობს ლეგენდარული არგენტინელი, ძალიან არის დაინტერესებული 40 წლის მეკარის გაფორმებით. მხარეებს ჯერ არ მიუღწევიათ საბოლოო შეთანხმებისთვის. მოლაპარაკებები მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გააქტიურდება.

ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ, რაც ამოეწურა კონტრაქტი პორტუგალიურ კლუბ „შავეშთან“, აფრიკელი მეკარე თავისუფალი აგენტი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატის დროს ვოზინია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეკარე გახდა სოციალურ ქსელებში. მას 28 მილიონი ხელმომწერი დაემატა. კაბო ვერდეს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამი ფრე ითამაშა ეპანეთთან (0:0), ურუგვაისთან (2:2) და საუდის არაბეთთან (0:0), 1/16-ფინალში კი დამატებით დროში წააგო არგენტინასთან (2:3).

მსგავსი