ჯულიან ასანჟი - ტრამპის რძლის მსგავსად, თეთრი ფხვნილის შემცველი კონვერტი მეც მივიღე
ჯულიან ასანჟი - ტრამპის რძლის მსგავსად, თეთრი ფხვნილის შემცველი კონვერტი მეც მივიღე

WikiLeaks-ის დამფუძნებელის ჯულიან ასანჟის განცხადებით, მან გასულ კვირას მიიღო კონვერტი, რომელშიც თეთრი ფხვნილი იყო, ხოლო მასზე დაკრული მარკა ამერიკული.

„დონალდ ტრამპის რძალი საავადმყოფოშია გადაყვანილი მას შემდეგ, რაც მან თეთრი ფხვნილის შემცველი კონვერტი გახსნა. უცნაურია, რომ ასეთი კონვერტი გასულ სამშაბათს მეც მივიღე. კონვერტზე დაკრული მარკა კი ამერიკული იყო“, – წერს ასანჟი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რძალი შეუძლოდ გახდა მას შემდეგ, რაც დაუდგენელი ფხვნილის შემცველი კონვერტი გახსნა.

Associated Press-ის ცნობით, ვანესა ტრამპი ჰოსპიტალიზებულია. ის ნიუ იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვანესა ტრამპმა მანჰეტენზე მდებარე თავის სახლში ქმრისადმი გაგზავნილი წერილი გახსნა, რომელშიც დაუდგენელი ფხვნილი აღმოჩნდა.