დონალდ ტრამპის რძალი დაუდგენელი ფხვნილის შემცველი კონვერტის გახსნის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია
დონალდ ტრამპის რძალი დაუდგენელი ფხვნილის შემცველი კონვერტის გახსნის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რძალი შეუძლოდ გახდა მას შემდეგ, რაც დაუდგენელი ფხვნილის შემცველი კონვერტი გახსნა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვანესა ტრამპი ჰოსპიტალიზებულია. ის ნიუ იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვანესა ტრამპმა მანჰეტენზე მდებარე თავის სახლში ქმრისადმი გაგზავნილი წერილი გახსნა, რომელშიც დაუდგენელი ფხვნილი აღმოჩნდა.

ქალმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. პოლიციის ინფორმაციით, როდესაც ადგილზე მივიდნენ, დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლე, ვანესა ტრამპი ახველებდა და გულისრევის შეგრძნება აწუხებდა.

საქმეს ნიუ იორკის პოლიცია და საიდუმლო სამსახური იძიებს.