ჯუდ ბელინგემი – ჩემთვის ოცნებაა ისეთ მწვრთნელთან მუშაობა, როგორიც მოურინიოა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა აზრი გამოთქვა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე.
„მე მგონია, რომ ჩვენ შორის უკვე ჩამოყალიბდა ურთიერთობა და ჩემთვის ოცნებაა, ვიმუშავო ისეთ მწვრთნელთან, როგორიც მოურინიოა. ჯერჯერობით მისი ნახვის მხოლოდ ერთი შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, გავიგო, როგორი ადამიანია.
მე ცოტათი უფრო გამოცდილი და უფროსი გავხდი. კარგი წინათგრძნობა მაქვს მომავალ სეზონთან დაკავშირებით – ახალი მოთამაშეებითა და მწვრთნელით. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ამ კლუბში თამაში. იმედია, ასე იქნება კიდევ მრავალი წელი“, – მოჰყავს ბელინგემის სიტყვები „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდს.