ჯუდ არტური - „სამგურალში“ კარგად მიმიღეს, საქართველოში სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს #1TVSPORT
ჯუდ არტური - „სამგურალში“ კარგად მიმიღეს, საქართველოში სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს #1TVSPORT

განელი ლეგიონერი ჯუდ არტური წყალტუბოს „სამგურალს“ თურქულ შეკრებაზე შეუერთდა. მან ახალ გუნდთან ადაპტაციაზე და სეზონის მიზნებზე ისაუბრა.

„გუნდს მცირე ხნის წინ შემოვუერთდი. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ, რადგან კარგი გუნდია, ბიჭები კი ძალიან პოზიტიურები არიან, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ერთად კარგ სეზონს ჩავატარებთ. განსაკუთრებით დავუმეგრობდი ჯეფის (ჯეფინიო), ბუბუს (ომარ პატარკაციშვილი), ნიკიტას (სიმდიანკინი).

საქართველოს შესახებ ბევრი არ ვიცოდი. მაგრამ ჩამოსვლამდე მეგობრებს ვესაუბრე და მათ მითხრეს, რომ ეს ლამაზი ქვეყანაა, სადაც სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. საქართველოში ჩემს შესაძლებლობებს გამოვიყენებ, რომ როგორც ფეხბურთელი, კიდევ უფრო განვვითარდე“, – ამბობს ჯუდ არტური.

23 წლის საყრდენი ნახევარმცველი შარშან ფინეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების, ჰაკა-სა და სიკ-ის ფეხბურთელი იყო. იქამდე კი ჯუდ არტური სამშობლოში თამაშობდა და ადგილობრივი „ლიბერთის“ ღირსებას იცავდა. ჯუდ არტურმა „სამგურალში“ უნდა შეცვალოს ნიგერიელი ლუქმენ გილმორი, რომელიც ლატვიურ „ლიეპაიაში“ გადავიდა.

ჯუდ არტური შეკრებაზე „სამგურალის“ ფორმით მორიგ ამხანაგურ მატჩს ტაშკენტის „ფახთაქორთან“ გამართავს – უზბეკეთის ჩემპიონთან დაპირისპირება 3 თებერვალს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.