ჯუანშერ ბურჭულაძე - როცა გამოძიება ქვეყნის ტრაგედიას ეხება, ყველა პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს, ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა შეიძლება, ყოფილიყო
ჯუანშერ ბურჭულაძე - როცა გამოძიება ქვეყნის ტრაგედიას ეხება, ყველა პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს, ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა შეიძლება, ყოფილიყო

როცა გამოძიება ქვეყნის ტრაგედიას ეხება, რა თქმა უნდა, ყველა პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

ბურჭულაძეს შეკითხვით მიმართეს, როგორ ფიქრობს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შოვზე გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და აქვს თუ არა შეკითხვები სტიქიასთან დაკავშირებით.

ჯუანშერ ბურჭულაძის აზრით, არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა არსებობდა.

„ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა შეიძლებოდა ყოფილიყო. როცა გამოძიება ქვეყნის ტრაგედიას ეხება, რა თქმა უნდა, ყველა პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს. ეს ცალსახაა. ეს დღე იქცა ქვეყნის ტრაგედიად, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება. პირადად მე არ დამრჩენია შეგრძნება, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა არსებობდა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.