ჯოზეფ ბორელი - მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლდოვის გამძლეობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლდოვის გამძლეობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთისა და მისი მოკავშირეების მხრიდან ჰიბრიდული ომის წარმოების მიუხედავად, მოლდოვის ხელისუფლებამ წარმატებით ჩაატარა არჩევნები და საკონსტიტუციო რეფერენდუმი. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლდოვის გამძლეობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – წერს ჯოზეფ ბორელი.