ჯოზეფ ბორელი - ახლა ისტორიული მომენტია ევროკავშირისთვის, რომ იყოს უფრო ერთიანი და ეფექტიანი, განიხილება ყველა ვარიანტი
ახლა ისტორიული მომენტია ევროკავშირისთვის, რომ იყოს უფრო ერთიანი და ეფექტიანი, განვიხილავთ ყველაფერს, განიხილება ყველა ვარიანტი, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განაცხადა.
ბორელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელ ომს აწარმოებს, რომელიც უზარმაზარ მსხვერპლს იწვევს.
„ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოში ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ვხედავთ სრულმასშტაბიან ომს ჩვენ საზღვრებთან, პრეზიდენტ პუტინის ომს უკრაინის წინააღმდეგ. სრულიად გაუმართლებელ ომს, რომელიც იწვევს უზარმაზარ სამოქალაქო მსხვერპლს და გამოყენებულია ჟენევის კონვენციით აკრძალული შეიარაღება. ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ახლა არის საუბრისა და ერთად დგომის დრო. ახლა არის დრო, როდესაც ტრანსატლანტიკური ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს. ჩვენ, ევროკავშირმა გადავწყვიტეთ უპრეცედენტო სანქციების დაწესება, პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების, რომელიც რუსეთის ეკონომიკას დიდად აზიანებს.
მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, დაიცვას თავი და აღფრთოვანებული ვართ უკრაინის არმიის, ხალხის და მთავრობის სიმამაცით. ახლა ჩვენი ერთობა მნიშვნელოვანია, რადგან არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის. ნატო-სგან ველოდები ძლიერ ერთობას და მოქმედებებს შესაძლებლობის ფარგლებში. ჩემთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის ერთობა სანქციების ირგვლივ, რომელიც იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი. განსაკუთრებით, ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებული სანქციები. უნდა იყოს ერთობა შენარჩუნებული, თუ როგორ ვაძლევთ უკრაინას შეიარაღებას. პირველად ხდება, როდესაც ჩვენ ჩართული ვართ ამ სახის ოპერაციებში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირისთვის, რომ იყოს უფრო ერთიანი და უფრო ეფექტიანი. განვიხილავთ ყველაფერს. ყველა ვარიანტი განიხილება“, – აღნიშნა ბორელმა.