ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლიბანში შემდგომი სამხედრო ოპერაციების თავიდან აცილება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლიბანში შემდგომი სამხედრო ოპერაციების თავიდან აცილება.
როგორც ბორელმა განმარტა, ახლა საჭიროა, იარაღის გამოყენების ნაცვლად, მხარეებმა დიპლომატიურად გადაჭრის გზებზე იფიქრობ.
„როგორც ისრაელის, ისე ლიბანის სუვერენიტეტი უნდა იყოს გარანტირებული. ნებისმიერი შემდგომი სამხედრო ჩარევა დრამატულად გაამწვავებს სიტუაციას და ეს თავიდან უნდა ავიცილოთ“, – განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომის შემდეგი ეტაპი მალე დაიწყება. ისრაელის მედიის შეფასებით, იოავ გალანტის განცხადება მიუთითებს, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს.