ჯოვანი სიმეონე შესაძლოა მამის გუნდში გადავიდეს
ჯოვანი სიმეონე შესაძლოა მამის გუნდში გადავიდეს

„ფიორენტინას“ არგენტინელი ფორვარდი – ჯოვანი სიმეონე, შესაძლოა, ზამთარში მადრიდის „ატლეტიკოში“ აღმოჩნდეს. ცნობილი ამბავია, რომ ესპანურ კლუბს ჯოვანის მამა – დიეგო სიმეონე წვრთნის.

ჯოვანი სიმეონეს ბოლო პერიოდში აქტიურად იწვევენ არგენტინის ნაკრებში და ამ გუნდში უკვე სამი მატჩიც ითამაშა. „ფიორენტინას“ რიგებში კი 46 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

„რატომაც არა! ეს შესანიშნავი იქნებოდა. მე არასოდეს მითამაშია მამაჩემის გაწვრთნილ გუნდში და ცხადია, ეს ჩემთვის, რაღაც განსაკუთრებული და დიდი გამოწვევა იქნებოდა“ – განაცხადა ფეხბურთელმა, რომელიც „ფიორენტინამდე“ „რივერ პლეიტსა“ და „ჯენოაში“ თამაშობდა.