ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის დღეს ნიუ იორკში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა
ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის დღეს ნიუ იორკში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატებში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის დღეს მრავალრიცხოვანი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ნიუ იორკში, კერძოდ ბრუკლინსა და მანჰეტენზე.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დემონსტრაციის მონაწილეებმა რასობრივი უთანასწორობის აღმოფხვრა და პოლიციის რეფორმა მოითხოვეს, მათ შორის ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტისთვის ბიუჯეტის შემცირება.

საპროტესტო აქციები გაიმართა აშშ-ის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ვაშინგტონში. მასობრივი მანიფესტაციები აშშ-ში უკვე 15 დღეა, გრძელდება.

ჯორჯ ფლოიდი ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალეს.