ჯორჯ ფლოიდი ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალეს
ჯორჯ ფლოიდი ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალეს

ქალაქ ჰიუსტონში პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას ჰიუსტონის ერთ-ერთ ეკლესიაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის გარდაცვლილის მეგობრები, ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და აქტივისტები.

ჯორჯ ფლოიდი ჰიუსტონის „მემორიალ გარდენსში”, დედის გვერდით დაკრძალეს.

46 წლის ფერადკანაინი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ მინეაპოლისში, მაღაზიასთან სავარაუდოდ 20-დოლარიანი ყალბი ჩეკის გამოყენებისთვის დააკავა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ფლოიდი მიწაზე წევს, პოლიციელ დერეკ შოვინს კი მის კისერზე მუხლი აქვს მიბჯენილი. ჩანაწერში ისმის ფლოიდის ხმა, რომ ის ვერ სუნთქავს. მოგვიანებით, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მამაკაცი კისრისა და ზურგის არეში დაწოლის შედეგად, ასფიქსიით გარდაიცვალა.

შემთხვევასთან დაკავშირებით, მინეაპოლისის პოლიციის ოთხ ოფიცერს უფლებამოსილება შეუჩერდა. ოთხივეს გირაო აქვს შეფარდებული.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-სა და მსოფლიოს ქალაქებში რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.