ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა ცხრა მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ცხრა მილიონს გადააჭარბა.
სტატისტიკური მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 469 000-ს სცდება. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, სადაც ვირუსს 120 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მეორეა ბრაზილია, სადაც ვირუსის შედეგად 50 000-ზე მეტი პაციენტი დაიღუპა.
ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა რუსეთი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით დიდი ბრიტანეთი, სადაც 47 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, ბოლო 24 საათში გაერთიანებულ სამეფოში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მარტის შემდეგ ყველაზე მცირე აღმოჩნდა. ბოლო დღე-ღამეში ბრიტანეთში 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს ინდოეთში, სადაც ამჟამად 425 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. 306 000 შემთხვევაა აღრიცხული გაერთიანებულ სამეფოში. მათ მოსდევს ჩილე და პერუ, სადაც 250 000-მდე ინფიცირებულია გამოვლენილი.