ჯონ მალკოვიჩი „ბარსელონაზე“ ფილმს იღებს (ვიდეო)

20:53, 05.10.2019

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და პროდუსერი, პრემია „ოსკარის“ ორგზის ნომინანტი ჯონ მალკოვიჩი დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაზე“. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა კატალონური გრანდის ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ.

ფილმის სახელწოდებაა „ტური ბარსელონაში“. უკვე გავრცელდა პირველი კადრები, თუმცა პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი