ჯონ მაკკეინი დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამო აკრიტიკებს

07:50, 22.11.2017

რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტიკოსმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ეს საუბარი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ პრეზიდენტს მცდარი წარმოდგენა აქვს და აშშ-ისა და რუსეთის საერთო ინტერესების არსებობის სჯერა. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ ჩვენ სირიაში ჩვენი სტრატეგია გვჭირდება“, – წერს მაკკეინი.

Reuters-ის მონაცემებით, ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი ერთ საათს გაგრძელდა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით კი, ლიდერებმა უკრაინასა და სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები, კორეის ნახევარკუნძულზე გამწვავებული კრიზისი და ავღანეთში არსებული ვითარება განიხილეს.

მსგავსი