ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს
ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. ლიდერებს შორის დიალოგის შინაარსი კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პუტინმა ტრამპი 20 ნოემბერს, სოჭში, სირიის ლიდერთან გამართული შეხვედრის საქმის კურსში ჩააყენა. ასევე, საუბრის დროს აქცენტი გაკეთდა 22 ნოემბერს სოჭში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე ირანის, თურქეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის.

პრეზიდენტებმა ფართო კონტექსტში განიხილეს ერთობლივი ანტიტერორისტული გეგმები და ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების პრაქტიკული მნიშვნელობა.

განსახილველ საკითხებს შორის მოხვდა კორეის ნახევარკუნძულის კრიზისი და შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის დიპლომატიური გზებიც.

უკრაინის კონფლიქტის განხილვისას, რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მინსკის შეთანხმების რეალური ალტერნატივის არარსებობაზე.

მხარეებმა განიხილეს ირანის ბირთვული პროგრამების გარშემო შექმნილი სიტუაციაც.