ჯონ კირბი - აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავების გამო
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავების გამო.
აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც კრემლმა ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი დააანონსა.
ჯონ კირბის თქმით, პუტინის ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობის შესაძლებლობა რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განიხილებოდა, ამიტომ ამ განცხადებით შეერთებული შტატები გაკვირვებული არაა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის შესაძლო შეთანხმებები გავლენას მოახდენს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი იყენებს ჩრდილოეთ კორეის იარაღს.