არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან ნავთობტანკერებზე თავდასხმისთვის სავარაუდოდ ირანული ნაღმები გამოიყენეს
არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან ნავთობტანკერებზე თავდასხმისთვის სავარაუდოდ ირანული ნაღმები გამოიყენეს

არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან ნავთობის ტანკერებზე თავდასხმისთვის სავარაუდოდ ირანული საზღვაო ნაღმები გამოიყენეს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა, აბუ დაბიში სტუმრობისას განაცხადა.

ჯონ ბოლტონის თქმით, აშშ ცდილობს წინდახედულად იმოქმედოს ირანის და მისი მარიონეტების მოქმედებების საპასუხოდ. ჟურნალისტებთან საუბრისას ბოლტონმა უარყო იდეა, რომ მისი და აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციებს შორის რაიმე განსხვავებები იყო.

​აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი სპარსეთის ყურეში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელებთან გეგმავს შეხვედრას.

ომანის ყურეში მომხდარი ინციდენტის დროს ნავთობტანკერები დაზიანდა. ამერიკის შეერთებული შტატები ომანის ყურეში ნავთობის ტანკერების დაზიანებაში ირანს ადანაშაულებს. ირანი ბრალდებებს უარყოფს და მხარეებს ინციდენტების გამოძიებისკენ მოუწოდებს.