ამერიკის შეერთებული შტატები ომანის ყურეში ნავთობის ტანკერების დაზიანებაში ირანს ადანაშაულებს
ამერიკის შეერთებული შტატები ომანის ყურეში ნავთობის ტანკერების დაზიანებაში ირანს ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატები ომანის ყურეში ნავთობის ტანკერების დაზიანებაში ირანს ადანაშაულებს.

აშშ-ის გამომძიებლები აცხადებენ, რომ ირანმა ან მისგან მხარდაჭერილმა ჯგუფებმა ოთხი გემის დასაზიანებლად ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს. შეერთებულმა შტატებმა ინციდენტის გამოსაძიებლად სამხედრო ექსპერტები გაგზავნეს, რომლებმაც თითოეულ ტანკერზე აფეთქების შედეგად გაჩენილი ხვრელები აღმოაჩინეს.

ინციდენტებში ირანის მონაწილეობის ოფიციალური მტკიცებულება არ გამოკვეთილა.

​ომანის ყურეში დაზიანებულიოთხი გემიდან, ორი ტანკერი საუდის არაბეთს ეკუთვნის, ერთი ნორვეგიაშია რეგისტრირებული, მეოთხე კი არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშის ქვეშ ცურავს.

ირანი ბრალდებებს უარყოფს და მხარეებს ინციდენტების გამოძიებისკენ მოუწოდებს.