ჯოკოვიჩი უიმლდონზე გამარჯვების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე დაქვეითდა #1TVSPORT
უიმბლდონის 2022 წლის ტრიუმფატორი, სერბი ნოვაკ ჩოკოვიჩი ტურნირის მოგების შემდეგ ჩოგბურთის მსოფლიო რეიტინგში მესამე პოზიციიდან მეშვიდე ადგილზე დაქვეითდა. ამის მიზეზი კი უიმბლდონის ორგანიზატორების მიერ გათამაშებიდან რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების დისკვალიფიკაციის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციიის (ATP) უცნაური და არასამართლიანი გადაწყვეტილებაა, რის მიხედვითაც ტურნირზე სარეიტინგო ქულები არ გათამაშდა.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა კვირას უიმბლდონის ღია პირველობა ზედიზედ მეოთხედ, ჯამში კი მეშვიდედ მოიგო. ამრიგად, მას უკვე 21 დიდ სლემზე აქვს გამარჯვება მოპოვებული და მხოლოდ ერთით ჩამორჩება ესპანელ რაფაელ ნადალს.
ATP-ის განახლებული რეიტინგის პირველი ათეული: 1) მედვედევი 7775 ქულა, 2) ზვერევი 6850, 3) ნადალი 6165, 4) სტეფანოს ციციპასი 5150, 5) რუდი 5050, 6) ალკარასი 4845, 7) ჯოჯოვიჩი 4770, 8 ) რუბლიოვი 3700, 9) ოჟე-ალიასიმი 3445, 10) სინერი 3185. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სიაში ორი პოზიციით დაწინაურდა და 1460 ქულით 25-ე ადგილზეა.