ჯოკოვიჩი და ნადალი 11 მაისიდან კორტზე ვარჯიშს შეძლებენ
ჯოკოვიჩი და ნადალი 11 მაისიდან კორტზე ვარჯიშს შეძლებენ

ესპანელ რაფაელ ნადალსა და სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს 11 მაისიდან კორტზე ვარჯიშების განახლება შეეძლებათ.

ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციამ კარანტინის შემსუბუქების შესახებ გამოაცხადა. ამის წყალობით, პროფესიონალ სპორტსმენებს საშუალება ექნებათ, დაიწყონ ვარჯიში ღია ცის ქვეშ. გარდა ამისა, 11 მაისიდან სპორტულ ცენტრებსა და კლუბებს შეეძლებათ მუშაობის დაწყება.

ცოტა ხნის წინ, ჯოკოვიჩმა გამოაქვეყნა მარბელიას საჩოგბურთო კლუბში თავისი ვარჯიშის ვიდეო. მოგვიანებით გაირკვა, რომ სერბს არ ჰქონდა კორტზე გასვლის უფლება კარატინის გამო. საჩოგბურთო კლუბმა ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ დაირღვა ქვეყანაში მოქმედი წესები, ამასთან, ბრალი საკუთარ თავზე აიღო, რადგან ჯოკოვიჩმა წესები არ იცოდა.