ჯოკოვიჩი და ჩილიჩი ერთმანეთს ლონდონში შეხვდებიან
ჯოკოვიჩი და ჩილიჩი ერთმანეთს ლონდონში შეხვდებიან

დღეს ლონდონში მინდინარე ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფური ტურნირი დასრულდება. A ჯგუფში მესამე ტურის ორი მატჩი გაიმართება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და ამერიკელი ჯონ ისნერი, მეორეში კი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ B ჯგუფიდან უკვე გამოვლინდა ორი ნახევარფინალისტი, ესენი არიან როჯერ ფედერერი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა და კევინ ანდერსონი. ნახევარფინალში ისინი A ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილზე გასულ ჩოგბურთელებს შეხვდებიან.

დარჩენილ თამაშებში თუ ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, დიდი შანსია ფინალში თანამედროვეობის ორი დიდი ჩოგბურთელი, შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი და დიდი სლემის 14-გზის გამარჯვებული, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ვიხილოთ. დღევანდელი პირველი შეხვედრა თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება, მეორე კი 00.00 საათზე.