ჯეოლ ემბიდმა რამდენიმე შეხვედრა კორონავირუსის პროტოკოლის გამო გამოტოვა. „ფილადელფიას“ ცენტრს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირიბულთან და აქედან გამომდინარე მას რამდენიმე დღის გატარება იზოლაციაში მოუწია. კამერუნელი დღეს „ვაშინგტონთან“ მატჩში დაბრუნდა, თუმცა, სამწუხაროდ, საკმაოდ უსიამოვნო ტრავმა მიიღო.
ერთ-ერთი ეპიზოდისას ემბიდი უხერხულად დახტა და მუხლი დაიზიანა. ჯოელს მოედნის დატოვება მოუწია. მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. დღეს „ფილადელფიას“ ცენტრს ყველა საჭირო გამოკვლევას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა პერიოდი დასჭირდება რეაბილიტაციისთვის.