ჯოელ ემბიდი აშშ-ის ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT
ჯოელ ემბიდი აშშ-ის ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოქმედმა MVP-მ, ჯოელ ემბიდმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, – იტყობინება ტელეკომპანია ESPN-ი.

„ფილადელფიას“ ცენტრს არჩევანი აშშ-სა და საფრანგეთის ნაკრებს შორის უნდა გაეკეთებინა.

კალათბურთელმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისი ოჯახი დიდი ხანია, აშშ-ში ცხოვრობს, თავად კი სურს, ამერიკელთა ნაკრები მსოფლიო კალათბურთის მწვერვალზე დააბრუნოს მსოფლიოს ორი წარუმატებელი ჩემპიონატის შემდეგ.

მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა.