ჯო ბაიდენმა უკრაინა-რუსეთის საკითხი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ევროპელ ლიდერებთან განიხილა
ჯო ბაიდენმა უკრაინა-რუსეთის საკითხი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ევროპელ ლიდერებთან განიხილა

უკრაინა-რუსეთის საკითხი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ევროპელ ლიდერებთან განიხილა.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, ლიდერებმა შექმნილი დაძაბულობის დიპლომატიური გზით გადაჭრის ერთობლივ სურვილს გაუსვეს ხაზი.

ასევე, განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მორიგი აგრესიის შეკავებისკენ მიმართული ერთობლივი ძალისხმევა, მათ შორის რუსეთისთვის სერიოზული ზომების დაწესების მზადება და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება.

ვიდოეკონფერენციაში ბაიდენთან ერთად მონაწილეობდნენ გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის ლიდერები და ნატო-ს გენერალური მდივანი.

მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მასსა და ევროპელ ლიდერებს შორის სრული ერთსულოვნებაა.

თავის მხრივ, გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა, რომ ონლაინშეხვედრის მონაწილეებმა კიევს უკრიანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და რუსეთი გააფრთხილეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მორიგ აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება.