უკრაინული დრონების იერიშის შედეგად რუსეთის სამარის ოლქში, „ტრანსნეფტის“ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა

13:41, 02.11.2026

2 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის სამარის ოლქზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით „დოიჩე ველე“  ავრცელებს.

გამოცემა Astra-ს მიერ შესწავლილი თვითმხილველების ფოტოებისა და ვიდეომასალის მიხედვით, თავდასხმის სამიზნე კომპანია „ტრანსნეფტის“ ნავთობის სატრანსპორტო-სადისპეტჩერო სადგური „სამარა“ გახდა.

ობიექტზე დარტყმის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მონიტორინგის არხმა, Exilenova+-მაც გაავრცელა. თავდასხმის შედეგად სადგურის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

სამარის ოლქის გუბერნატორი რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას ადასტურებს, თუმცა კონკრეტულ ობიექტზე დარტყმის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, სადგური „სამარა“ რუსეთის ნავთობის ტრანსპორტირებისა და განაწილების ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია. ის კომპანია „ტრანსნეფტს“ ეკუთვნის.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სადგურზე თავდასხმა უკვე მეხუთედ განხორციელდა. წინა იერიშები 2, 7, 10 და 11 ოქტომბერს დაფიქსირდა. ოთხივე შემთხვევაში ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

მსგავსი