საფრანგეთში, ტურგოს ლიცეუმთან მოსწავლეთა პროტესტი განახლდა [ვიდეო]

12:53, 02.11.2026

პარიზში, ტურგოს ლიცეუმთან დილიდან დაძაბული ვითარება იყო. მოსწავლეები სასწავლებლის შესასვლელის ბლოკირებას ცდილობდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ სკოლის კარი გააღებინა. ლიცეუმის შენობასთან ათობით ახალგაზრდა შეიკრიბა.

საფრანგეთში ორკვირიანი არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. მიუხედავად ამისა, მოსწავლეთა ორგანიზაციებმა საპროტესტო აქციების გაგრძელება დააანონსეს. ახალგაზრდები ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო რეფორმებს არასაკმარისად მიიჩნევენ. ისინი უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობის გაზრდას, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებასა და სასწავლო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორები უფრო მასშტაბურ ბლოკადებს 3 ნოემბრისთვის გეგმავენ. 5 ნოემბერს კი საფრანგეთში სხვადასხვა პროფესიული გაერთიანების მონაწილეობით საყოველთაო გაფიცვაა დაგეგმილი.

მსგავსი