ჯო ბაიდენმა ნაფტალი ბენეტს ისრაელის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა
ჯო ბაიდენმა ნაფტალი ბენეტს ისრაელის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნაფტალი ბენეტს ისრაელის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა. ბაიდენის განცხადებით, აშშ მოუთმენლად ელის ისრაელის ახალ მთავრობასთან მუშაობას ორი ერის მჭიდრო და მტკიცე ურთიერთობის ყველა ასპექტის გაძლიერებისთვის.

„ისრაელს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს. კავშირი, რომელიც ჩვენს ხალხს აერთიანებს, ჩვენი საერთო ღირებულებების და ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობის მტკიცებულებაა და რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებას, აშშ ურყევად უჭერს მხარს ისრაელის უსაფრთხოებას. ჩემი ადმინისტრაცია მოწოდებულია ისრაელის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა ისრაელის მოსახლეობისთვის, პალესტინელებისთვის და ყველა ხალხისთვის მთელ რეგიონში“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ნაფტალი ბენეტმა ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მოუთმენლად ელის ვაშინგტონთან მუშაობას ორ ქვეყანას შორის კავშირების გასაძლიერებლად.

12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა.